მოითხოვე ხელმისაწვდომი მკურნალობა
იპოვე საჭირო მედიკამენტის ყველაზე
იაფი ალტერნატივა და გამოთვალე სხვაობა ფასში
ვისთვისაა ეს პლატფორმა?
პლატფორმა განკუთვნილია ყველასათვის, ვისაც ჰქონია ან ექნება პაციენტად ყოფნის გამოცდილება. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც მკურნალობა და მედიკამენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ თქვენი უფლებები და ამასთანავე გაგიმარტივოთ გზები, რომლებიც შეამცირებს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს და მკურნალობას მეტად ხელმისაწვდომს გახდის.
რისი გვჯერა?
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი და მობილიზებული საზოგადოება ფლობს ანგარიშგასაწევ ძალას ცვლილებებისათვის. ცოდნითა და ცნობიერებით შეიარაღებულ ადამიანებს შეუძლიათ ცვლილება არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ყველასათვის. ერთად, ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის.
მოიძიე კონკრეტული ბრენდული დასახელების მქონე მედიკამენტის სხვა, ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა და შეამოწმე ფასებს შორის სხვაობა.
ჯანმრთელობის უფლება მკურნალობაზე ხელმისაწვომობას გულისხმობს, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კი მოიცავს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასაც.
გამოიყენე საძიებო სისტემა და ჩაერთეთ თქვენთვის განკუთვნილ პროგრამაში, სადაც მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო სერვისების მიღება უფასოდ ან თანადაფინანასებითაა შესაძლებელი
გააზიარე შენი ისტორია, ჩაერთე საადვოკაციო კამპანიაში. ერთად, შეგვიძლია ვიბრძოლოთ სამართლიანი ჯანდაცვის სისტემისათვის.
თქვენი დახმარება გვჭირდება
ჩვენი ცოდნა და მტკიცებულებები დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენს, თუ მათ რეალური გამოცდილებებით არ ვამხელთ. ჩვენთვის საინტერესოა თითოეული თქვენგანის გამოცდილება ექიმთან, აფთიაქში, ჯანდაცვის პროგრამების გამოყენებისას. მოგვწერეთ რამდენი დახარჯეთ? რა წამალი ვერ შეიძინეთ? რამდენი პრეპარატი გამოგიწერათ ექიმმა? შეძელით რომელიმე სახელმწიფო პროგრამით გესარგებლათ? - ეს ის კითხვებია, რომლებზე მსჯელობა და ნაკლოვანებების საჯარო მხილება, უკეთეს ჯანდაცვის სისტემამდე მიგვიყვანს.
პლატფორმის სამუშაო ჯგუფი
გვერდზე გაზიარებული შინაარსი კვლევითი, საადვოკაციო, კომუნიკაციების ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
რას გვწერენ ადამიანები
პენსიონერი ვარ, როცა ექიმის დანიშნულებით მივდივარ აფთიაქში წამლისთვის, უარით მისტუმრებენ. არასდროს არ აქვთ. ერთხელ ჩემი შვილი შებრუნდა და იგივე წამალი იკითხა, მისთვის აღმოაჩნდათ მარაგში. გამოდის პენსიონერებს პროგრამის ფარგლებში არ გვაძლევენ. ხელზე გადახდა ურჩევნიათ. არ აინტერესებთ ადამიანის ჯანმრთელობა.
ლეილა
წამალი ვიკითხე ერთ-ერთ აფთიაქში, რაზეც ფარმაცევტმა მიპასუხა, რომ არ ჰქონდათ, მაგრამ თუ შევუკვეთავდი მომიტანდნენ. აფთიაქამდე მოტანაში 3 ლარი ჩამომაჭრეს წინასწარ. გამოვედი თუ არა აფთიაქიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ადგილზე იყო უკვე წამალი.
მარი
რეფერენტული ფასი შემოიღო თუ არა მთავრობამ, აფთიაქიდან გაქრა ონკოლოგიური წამლები.ამას სპეციალურად აკეთებენ.
გიორგი