top of page

წესები და პირობები

წინამდებარე პირობები განსაზღვრავს პლატფორმის ,,წამლის უფლება’’-ს ვებ-გვერდის - www.uplebatsamalze.com გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში - ვებ-გვერდის პირობები). ვებ-გვერდზე სტუმრობით თქვენ აცხადებთ თანხმობას ვებ-გვერდის პირობებზე.

1. ტერმინთა განმარტება

1.1.  ვებ-გვერდის პირობების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

  • პლატფორმა - სამი პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლობით შექმნილი ველი, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენს ვებ-გვერდი.

  • ვებ-გვერდი - პლატფორმის სარგებლობაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის მისამართია www.uplebatsamalze.com

  • ვიზიტორი - ნებისმიერი პირი, რომელიც ესტუმრება ვებ-გვერდს ნებისმიერი მოწყობილობიდან.

  • მასალა - ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, სურათი, ილუსტრაცია, იკონი, გრაფიკული გამოსახულება, ტექსტი, სტატია ან/და სხვა ნებისმიერი ბეჭდვითი დოკუმენტი.

  • საკონტაქტო ფორმა - ვებ-გვერდზე ინტეგრირებული საკონტაქტო ფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პლატფორმისათვის შეტყობინების გაგზავნა.

1.2.  პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.

2. საავტორო უფლებები

2.1.  მასალაზე ვრცელდება პლატფორმის საავტორო უფლებები.

2.2.  მასალის ნებისმიერი საშუალებით გავრცელება დასაშვებია მხოლოდ, იმ პირობით, რომ:

2.2.1.  ასეთი გავრცელება იქნება უფასო და არაკომერციული მიზნებისათვის.

2.2.2.  ნებისმიერი გავრცელების დროს შესაბამისი მასალის/სტატიის ავტორად მითითებულ იქნება ვებ- გვერდის შესაბამისი მისამართი.

2.2.3.  შესაბამისი მასალის შინაარსი გავრცელებულ იქნება უცვლელი, პირვანდელი სახით.

2.3. მასალის ვებ-გვერდის პირობების დარღვევით გამოყენების ან/და გავრცელების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პლატფორმა უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირს მასალის წაშლა, გავრცელების შეწყვეტა, მასალაზე  ვებ-გვერდის ლინკის მითითება ან/და სხვა ნებისმიერი ქმედების შესრულება, ხოლო აღნიშნული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს პლატფორმის შესაბამისი მითითება.

 

3. პერსონალური მონაცემების დამუშავება
3.1. პლატფორმის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები პლატფორმას მიეწოდება თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ. პლატფორმის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება:

3.1.1.  სახელი და გვარი.

3.1.2.    ელექტრონული ფოსტის მისამართი.

3.1.3.  პლატფორმისათვის გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.2. პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

3.2.1.  გამომწერის ველის შევსებისას.

3.2.2.  პლატფორმასთან კომუნიკაციისას, მათ შორის ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

3.3.  პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და მისი სრული დაცვით, მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის ან/და მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების მიზნებისათვის.

3.4.  პლატფორმის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება პლატფორმის მხოლოდ იმ წარმომადგენელი პირებისათვის, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მიერ დაფიქსირებული საკითხის მოკვლევის, უკუკავშირის და/ან რეკომენდაციების გაცემისათვის. სხვა მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემა არ ხდება.

3.5.  პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება პლატფორმის მიერ მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა  პლატფორმის მიერ მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევისათვის.

3.6.  მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია:

3.6.1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:

3.6.1.1.  თუ რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ.

3.6.1.2.  მონაცემთა დამუშავების მიზანი.

3.6.1.3.  მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.

3.6.1.4.  მოხდა თუ არა მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინაობა იმ პირისა, ვიზეც მოხდა მათი გადაცემა.

3.6.1.5.  მონაცემთა მესამე პირისათვის გადაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.6.2.  მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;

3.6.3.  მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);

3.6.4.  თუ თვლის, რომ პლატფორმის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, მიმართოს პრეტენზიით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

3.7. პლატფორმისათვის პერსონალური მონაცემების მიწოდებისას, პლატფორმა არ ამოწმებს რამდენად არის პერსონალური მონაცემების მიმწოდებელი პირი მონაცემთა სუბიექტი ან/და მის გამჟღავნებაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ნებისმიერი პერსონალური მონაცემის პლატფორმისათვის მიწოდებისას/გამჟღავნებისას მიმწოდებელი/გამმჟღავნებელია სრულად პასუხისმგებელი როგორც თავად მონაცემთა სუბიექტის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინაშე პერსონალური ინფორმაციის პლატფორმისათვის გადაცემა/გამჟღავნებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მოპოვების თაობაზე.

4. მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“ ფაილები) გამოყენება

4.1.  მზა ჩანაწერები წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც ვებ-გვერდი ვიზიტორის სტუმრობისას ინახავს ვიზიტორის შესაბამის მოწყობილობაში. მზა ჩანაწერების მიზანია პლატფორმამ უკეთ მართოს და გააუმჯობესოს ვებ-გვერდის ეფექტურობა, ასევე დააკვირდეს ვებ-გვერდზე ვიზიტორთა ქცევას, რათა სამომავლოდ გააუმჯობესოს ვებ-გვერდით სარგებლობის ხარისხი.

4.2.  ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი კატეგორიის მზა ჩანაწერების გამოყენება:

4.2.1.  ანალიტიკური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს პლატფორმას სამომავლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით შესთავაზოს ვიზიტორს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და მომსახურება.

4.2.2.  ფუნქციური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდით ფუნქციონალურად სარგებლობის გაუმჯობესების საშუალებას და ემსახურება ვებ-გვერდით სარგებლობის გაადვილებას.

4.3. ზემოთ აღნიშნული მიზნით ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:

4.3.1.  ვიზიტორის IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე გადასვლა.

4.3.2.  ინფორმაცია ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, გახსნის ხანგრძლივობის და სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

4.3.3.  ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.

4.4. მზა ჩანაწერების შეზღუდვა ან/და მათი დაბლოკვა შესაძლებელია შესაბამისი ბრაუზერის პარამეტრების

საშუალებით ან/და მზა ჩანაწერების წაშლით.

5. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

5.1.  ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რეკომენდაცია, სტატია და სხვა ბეჭდვითი მასალა/დოკუმენტი, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ ინფორმირების მიზნებისათვის და არც ერთ შემთხვევაში უნდა იქნას მიჩნეული, როგორც პლატფორმის სამედიცინო ხასიათის რჩევა ან/და რეკომენდაცია.

5.2.  ვიზიტორი არ უნდა დაეყრდნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რეკომენდაციას, სტატიას ან/და სხვა ბეჭდვით მასალას/დოკუმენტს პლატფორმასთან შესაბამისი წინასწარი კონსულტაციის გავლის გარეშე.

5.3.  პლატფორმა არ აგებს პასუხს, ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რეკომენდაციაზე, სტატიაზე ან/და სხვა ბეჭდვით მასალაზე/დოკუმენტზე დაყრდნობის შედეგად ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე.

6. სხვა პირობები

6.1.  პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ვებ-გვერდის პირობები,

ვებ-გვერდზე შეცვლილი რედაქციის განთავსების გზით.

6.2.  საკონტაქტო ფორმა განკუთვნილია მხოლოდ პლატფორმასთან კომუნიკაციის დამყარების მიზნებისათვის. პლატფორმა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას საკონტაქტო ფორმის უსაფრთხოებასთან ან/და დაცულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად საკონტაქტო ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი კონფიდენციალური ან/და სხვა სახის სენსიტიური ინფორმაციის პლატფორმისთვის მიწოდების საშუალებად.

6.3.  პლატფორმის საკონტაქტო მეილზე კონფიდენციალური ინფორმაციის გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნას, რომ ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმა პასუხს არ აგებს მის გამჟღავნებაზე.

6.4.  პლატფორმის სახელით გაგზავნილი ნებისმიერი წერილი/შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) და მისი ნებისმიერი დანართი ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ადრესატისათვის და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუკი, თქვენ არ წარმოადგენთ აღნიშნული წერილის/შეტყობინების ადრესატს ან/და ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მიღებული წერილის, მისი ნებისმიერი დანართის ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება, გავრცელება, კოპირება, ბეჭდვა ან/და გამჟღავნება. თუკი, თქვენ არასწორად მიიღეთ წერილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე გამომგზავნს და დაუყოვნებლივ წაშალოთ წერილი და მისი ნებისმიერი დანართი შესაბამისი მოწყობილობიდან.

bottom of page