ჩვენ შესახებ
ჩვენ გთავაზობთ რეკომენდაციებს, რესურსებსა და მხარდაჭერას მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლაში.
ვებ-გვერდი სამი ორგანიზაციის ერთობლივი პროდუქტია, სადაც თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რაც შესაძლოა მოქალაქეს აუცილებელი მედიკამენტების მოპოვებაში დაეხმაროს:
- ფარმაცევტულ სფეროში არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების აღწერა, ასევე მათთან დაკავშირებული უახლესი კვლევები;
- ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და იმ რესურსების შესახებ, რომელთა გამოყენებაც საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის უფლების დაცვაში დაგეხმარებათ;
- კალკულატორის საშუალებით შეძლებთ სხვადასხვა მწარმოებლის და დასახელების, ერთსა და იმავე სამკურნალო ეფექტის მქონე წამლებს შორის ფასების შედარებას და მათ შორის იაფი ალტერნატივის მოძიებას;
- მარტივი საძიებო ფილტრით, იპოვნით თქვენთვის შესაბამის ჯანდაცვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უფასოდ, ან თანადაფინანსებით შეძლებთ სამედიცინო სერვისების, მათ შორის მედიკამენტების მიღებას და სხვა.
ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თავად მართოთ და აკონტროლოთ მკურნალობის პროცესი, გააკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი სხვადასხვა ფასის მქონე მედიკამენტებს შორის, აკონტროლოთ წამლების ხარისხი და თავი აარიდოთ მარკეტინგულ მანიპულაციებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი და მობილიზებული საზოგადოება ფლობს ანგარიშგასაწევ ძალას ცვლილებებისათვის. ცოდნითა და ცნობიერებით შეიარაღებულ ადამიანებს შეუძლიათ უფრო ხელმისაწვდომი გახადონ აუცილებელი მედიკამენტები და მკურნალობა, არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ყველასათვის. ერთად, ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის.
პლატფორმა საერთაშორისო ფონდი კურაციოს, სოციალური განტოლების ჰაბისა და საზოგადოება კომუნიკოს კოლაბორაციით შეიქმნა, პროექტის „ფარმაცევტულ სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ხელშეწყობა მტკიცებულებების გენერირებით და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობით“ -ის ფარგლებში, USAID ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.