top of page

არაეთიკური მარკეტინგი

საქართველოში წამლის ბაზარს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ წამლის გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე - ექიმებზე.

ადგილობრივ სამედიცინო ბაზარზე გვხვდება ე. წ. ჰოლდინგები. ჰოლდინგი შესაძლოა აერთიანებდეს, ფარმაცევტულ საწარმოს, სააფთიაქო ქსელს, კლინიკებს და ზოგ შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიებსაც, ხოლო წამლის გამოწერის პროცესი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ჰოლდინგში შემავალი კლინიკის ექიმი ნიშნავს ამავე ჰოლდინგის მიერ იმპორტირებულ, ან წარმოებულ მედიკამენტს, რომელიც ამავე ჰოლდინგის სააფთიაქო ქსელში იყიდება, Რაც მკურნალობის პროცესს კომპანიისათვის განსაკუთრებულად მომგებიანს ხდის და ზრდის წამლების ჭარბად მოხმარების ანუ პოლიპრაგმაზიის რისკს.

ზოგიერთი ექიმი, დანამატის მიღების მიზნით, ადვილად შეიძლება ჩაერთოს შეთავაზებულ სქემაში და პაციენტს გამოუწეროს იმაზე მეტი მედიკამენტი, ვიდრე ეს აუცილებელია. ასევე ექიმი მოტივირებულია გამოწეროს ჰოლდინგის რეალიზაციაში არსებული წამალი.

Შედეგად, იზრდება კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია და პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხის პირდაპირპროპორციულად კომპანიის მოგებაც. Ჰოლდინგურ კომპანიას, ფაქტობრივად, დანაკარგი არ აქვს სავაჭრო და სარეალიზაციო ფასთან მიმართებაში.

პოლიპრაგმაზიის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებული მედიკამენტები. გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა უმეტეს შემთხვევაში არაეფექტურია, ამ დროსაც იმაზე მეტი მედიკამენტის გამოყენება ხდება, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.

მოგვწერეთ ან კომენტარებში გააზიარეთ, თუ თქვენც გქონიათ მედიკამენტების ჭარბად გამოწერის გამოცდილება: https://www.facebook.com/groups/808112050833897

bottom of page