top of page

ფარმაცევტული
ბაზარი საქართველოში

რა ვიცით საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მოწყობის შესახებ?

საქართველოში რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი, ქვეყნის მასშტაბით კი 3 213 მოქმედი აფთიაქია. მიუხედავად ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და NDI - ის კვლევების მიხედივით, მედიკამენტების შეძენა მოსახლეობის მესამედისთვის უმთავრესი პრობლემაა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი საერთოდ ვერ ყიდულობს დანიშნულ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო. ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ყოველი ათი ლარიდან შვიდი ლარი მედიკამენტებზე იხარჯება.
მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხები მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია.

ამავდროულად, ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში, ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა. ამჟამადამ, ბაზრის ძირითადი მფლობელები შპს. ჯი–პი–სი, შპს. ავერსი–ფარმა, შპს. პე-ეს-პე ფარმა და შპს. გლობალფარმი, საქართველოს 100 ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგში მოწინავე პოზიციები უჭირავთ.

მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მწვავე პრობლემის მიზეზების გასაგებად, აუციელბელია, ფარმაცევტული ბაზრის დღევანდელი მოწყობის გააზრება და საზოგადოების ამ საკითხზე ფოკუსირება.

 

თუ ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღება გინდათ, ან თქვენი გამოცდილების გაზიარების სურვილი გაგიჩნდათ, შემოუერთდით ჯგუფს.

bottom of page