top of page

მოითხოვე იაფი წამალი

ჯანდაცვა არ უნდა წარმოადგენდეს პრივილეგიას. ის არ უნდა იყოს მოსახლეობის გაღარიბების მიზეზი. ყველა მოქალაქეს აქვს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება. ჯანმრთელობის უფლება მკურნალობაზე, შესაბამისად კი მკურნალობისათვის აუცილებელ მედიკამენტებზე ხელმისაწვომობას გულისხმობს.

 

მედიკამენტის ხელმისაწვდომობა რამდენიმე ასპექტს მოიცავს:

  1. ფიზიკური ხელმისაწვდომობა – როდესაც მედიკამენტი ფიზიკურად არსებობს;

  2. ფინანსური ხელმისაწვდომობა – როდესაც მედიკამნტებზე გაწეული ხარჯები ადამიანს არ აღარიბებს და არ აწვება მძიმე ფინანსურ ტვირთად. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიკამენტი იმდენად ძვირია, რომ მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი;

  3. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – როდესაც მედიკამენტი ფიზიკურად არსებობს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი ფიზიკურად არსებობს, სხვადასხვა მიზეზების გამო ის შეიძლება არ მოიპოვებოდეს კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში. 

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ისეთი მედიკამენტის დანიშვნა, რომელიც თქვენთვის საჭირო და ხელმისაწვდომია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრით. 

bottom of page