top of page

იაფი და ძვირი წამლები
ბრენდები და გენერიკები

ერთსა და იმავე ნივთიერების შემცველ მედიკამენტებს შესაძლოა, განსხვავებული დასახელება და განსხვავებული ფასი ჰქონდეს.

 

გენერიკული და ბრენდული მედიკამენტი ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, თუმცა მოქმედი ნივთიერების შემცველობა,  რომელსაც უშუალოდ სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია. იდენტურია ასევე მისი მიღების ფორმა, დოზირება, ხარისხი, უსაფრთხოება მოქმედების ეფექტურობა. ამდენად, ორიგინალური, ე.წ. რენდული მედიკამენტიგენერიკულ მედიკამენტთან შედარებით მაღალი ფასი, ყოველთვის არ მიუთითებს მის მაღალეფექტურობასა ან ხარისხზე.

რატომ ღირს ერთი წამალი მეორეზე უფრო ძვირი?

 

ახალი მედიკამენტის შექმნა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ფარმაცევტულ კომპანიას  დიდი რესურსისა და ინვესტიციის გაღება უწევს კლინიკური კვლევებისათვის, რათა დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი და მიიღოს მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაცია წამლის რეალიზაციისთვის.  გარდა ამისა, ის  აწარმოებს მარკეტნგულ კამპანიებს, ინოვაციური მედიკამენტის ცნობადობის შესაქმნელად და ბაზარზე დასამკვიდრებლად. 

ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტის მოლეკულურ დონეზე შექმნის ეტაპზევე აპატენტებს მას, როგორც ინტელექტუალურ საკუთრებას. პატენტის მოქმედების ვადაში, ეს მედკამენტი კონკრეტული სავაჭრო მარკით, ანუ ბრენდული დასახელებით ექსკლუზიურად იყიდება, მხოლოდ პატენტის მფლობელი კომპანიის მიერ.  ბრენდული მედიკამენტი, მის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებიდან გამომდინარე უფრო ძვირია.

პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ორიგინალური მედიკამენტის შემადგენელი, სამკურნალო ეფექტის მქონე ქიმიური ფორმულის დუბლირება და გაყიდვა სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც შეუძლიათ. შესაბამისად,  მათ არ უწევთ რამდენიმესაფეხურიანი კვლევების, მასშტაბური მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა პროცედურებისთვის ხარჯების გაღება, ამიტომ გენერიკული მედიკამენტის სარეალიზაციო ფასი ბრენდულზე  დაბალია.

 

გენერიკული მედიკამენტი ბრენდულის იდენტური ხარისხის სტანდარტის, უსაფრთხოების და ეფექტურობის მქონე უფრო  ეკონომიური, ხარჯთეფექტური ალტერნატივაა.

საქართველოში, 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში,  პაციენტები 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდნენ.

bottom of page