top of page

კონკურენცია
 

Საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჯანსაღი კონკურენცია პროდუქტის ფასების შემცირების ყველაზე მოქმედი მექანიზმია. ფარმაცევტულ Ბაზარზე მსხვილი კომპანიების დომინაცია კი ხელს უშლის კონკურენტული პირობების შექმნას.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ადასტურებს, რომ, ქვეყნის ფარვაცევტული ბაზრის დაურეგულირებლობა მასში ცალკეული პირების და ჯგუფების დომინიაციას შესაძლებელს ხდის.

დღეისათვის, ბაზრის დაახლოებით 75% ოთხი მსხვილი მოთამაშის მიერ არის ათვისებული, არის მცირე რაოდენობით პატარა აფთიაქები, თუმცა ისინი კონკურენტულ გარემოს ვერ ქმნიან. შესაბამისად, ბაზარი ოლიგოპოლიურია. ეს არის ისეთი სავაჭრო ბაზარი, რომელზეც რამდენიმე მსხვილი კომპანია დომინირებს. კომპანიები ფლობენ ძალაუფლებას საბაზრო პირობებზე, ფასებსა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე მოქმედი დომინანტური ფარმაცევტული კომპანიები, ერთმანეთთან არ შედიან ფასის კონკურენციაში. ამის ნაცვლად ისინი ინაწილებენ ფარმაცევტულ პროდუქტებს. თუ მაგალითად ერთ ქსელს შემოაქვს ერთი დასახელების მედიკამენტი, მეორეს შემოაქვს სხვა მედიკამენტი. შესაბამისად, უკონკურენტო გარემოში მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ფასი და დაიმკვიდრონ საბაზრო წილი. შესაბამისად, ფასს განსაზღვრავს არა კონკურენტული გარემო, არამედ ამ კომპანიების შეთანხმება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2021 წლის ანგარიშში ადასტურებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დიდი კომპანიების ჯგუფურ დამონინატობას, რაც ნიშნავს კონკურენციის არ არსებობას.


გამოგვყევით ჯგუფშიც: https://www.facebook.com/groups/808112050833897

bottom of page