top of page

შენ, როგორც პაციენტს გაქვს უფლებები !

წაიკითხე ექიმთან მისვლამდე 

წამალი რაციონალურად უნდა გამოიყენებოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლის რაციონალური  გამოყენება ნიშნავს  რომ: 

პაციენტი წამალს იღებს კლინიკური ჩვენების შესაბამისად, იმ დოზით რომელიც შერჩეულია მისი ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, შესაბამისი კურსის მთელი ხანგრძლივობით და წამლის ღირებულება ყველაზე იაფია არსებული ალტერნატივებიდან. 

2022 წლის 11 აპრილიდან, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა მოქმედებს.   თუ აქამდე ექიმი დანიშნულებაში კონკრეტული ბრენდის, კონრეტული დასახელების მედიკამენტს უთითებდა, ახლა ის ვალდებულია დანიშნულებაში გენერიკული დასახელება მიუთითოს.  

 

მედიკამენტების უმრავლესობას ჩვეულებრივ სამი სახელწოდება აქვს:

  1. ქიმიური სახელწოდება, რომლითაც მოქმედი ნივთიაერების ქიმიური ბუნება და ჯგუფური კუთვნილებაა მითითებული (ქიმიური სახელწოდება პრაქტიკოსი ექიმისათვის და მით უფრო უშუალო მომხმარებლისათვის ნაკლებად ინფორმატიულია);

  2. გენერიკული სახელწოდება, ანუ მოქმედი ნივთიერების საყოველთაოდ მიღებული შემოკლებული სახელწოდება; მაგალითად აზიტრომიცინი. 

  3. სავაჭრო დაპატენტებული სახელწოდება, რომელიც მწარმოებელმა ფირმამ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოშვებულ მედიკამენტს მიანიჭა. მაგ. აზიტრომიცინის სახელწოდება შეიძლება იყოს სუმამედი, აზიმაკი, ტოპტი და სხვ.  

 

გენერიკული სახელწოდება საშუალებას აძლევს პაციენტს აირჩიოს მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე იაფი, რომელსაც იგივე სამკურნალო ეფექტი აქვს, რაც ამავე შემადგენლობის სხვა ფარმაცევტული კომპანიების მიერ ნაწარმოებ მედიკამენტს. 

ექიმთან დანიშნულების/რეცეპტის გამოწერის პროცესში, ასევე აფთიაქში ფარმაცევტთან ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, იაფი და ეფექტური ვერსია.

 

დეტალური ინფორმაცია გენერიკებსა და ბრენდებზე იხილეთ აქ.  

USAID EWMI Logos.png

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ სოციალური განტოლების ჰაბი, საერთაშორისო ფონდი კურაციო და საზოგადოება კომუნიკო და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კონტაქტი

გამოწერე მიმდინარე კვლევები

გამოწერე განახლება

მადლობა ჩართულობისთვის!

bottom of page