top of page

პოლიპრაგმაზია

პოლიპრაგმიაზია რამდენიმე მედიკამენტისა და სხვა დანამატების ერთდროულ გამოყენებას ნიშნავს. პოლიპრაგმაზიის მიზეზი საქართველოში ყველაზე ხშირად ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგება და ექიმების ფინანსური დაინტერესებაა. 

ფარმაცევტული კომპანიები არცთუ იშვიათად მიმართავენ ექიმებთან გარიგების გზას. მსგავსი გარიგება შემდეგი სქემით მუშობს: რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ექიმს პაციენტებისათვის მისი კომპანიის მიერ წარმოებული ან შემოტანილი მედიკამენტების დანიშვნას სთავაზობს. ამ გზით კომპანიას გაყიდვები ეზრდება, სანაცვლოდ კი ექიმი მისგან სხვადასხვა სახის წამახალისებელ საჩუქრებს (კოსმეტიკა, ტკბილეული, სამოგზაურო ტური და ა.შ.) და რაც მთავარია, ყოველი დანიშნული მედიკამენტიდან გარკვეულ პროცენტს ფულადი სახით ღებულობს.

გარიგებაში ჩართული ექიმის მიერ, მედიკამენტების დანიშვნა ხდება არა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის მიზნით, არამედ ფინანსური დაინტერესების საფუძველზე.

მსგავს გარიგებაში ექიმების ჩართულობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურება, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნისათვის.  

როგორ დავიცვათ თავი გარიგებისაგან?

პირველი ეჭვი, ვართ თუ არა გარიგების მსხვერპლი, შეიძლება დანიშნულებაში ჩამოწერილი მედიკამენტების დიდმა რაოდენობამ გააჩინოს. მნიშვნელოვანია ასაკის, სხვა ქრონიკული დაავადებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინება, თუმცა პოლიპრაგმაზიად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნულება, რომელიც ერთი კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად 4 ან მეტი მედიკამენტს მოიცავს.

გარიგებაში მყოფი ექიმის მაგიდაზე ხშირად შეხვდებით რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის ბრენდის ბლანკს, რომელზეც ექიმი წერს დანიშნულებას, აწერს საკუთარ სახელსა და გვარს და გვატანს აფთიაქში წარსადგენად. 

ასევე ექიმები ამ მედიკამენტებზე ხშირად გვთავაზობენ აფთიაქში წარსადგენ ფასდაკლების ბარათსაც, მეტი მიმზიდველობისათვის. 

თქვენ გაქვთ უფლება დაუსვათ ექიმს დამაზუსტებელი შეკითხვები და მოითხოვოთ განმარტება თქვენთვის გასაგებ ენაზე, თუ რისთვის არის აუცილებელი თითოეული მედიკამენტი, რომელიც თქვენს დანიშნულებაში წერია. 

USAID EWMI Logos.png

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ სოციალური განტოლების ჰაბი, საერთაშორისო ფონდი კურაციო და საზოგადოება კომუნიკო და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კონტაქტი

გამოწერე მიმდინარე კვლევები

გამოწერე განახლება

მადლობა ჩართულობისთვის!

bottom of page