top of page

რამდენს ვხარჯავთ წამლებში? 

საქართველოს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის მესამედზე მეტი (36%), მედიკამენტებზეა დახარჯული. ამ მაჩვენებლით,  მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ.

 

მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% - ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. სახელმწიფოს კონტრიბუცია მოსახლეობის მედიკამენტების ხარჯების დაფარვაში მხოლოდ ორი პროცენტია. 2017 წელს მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა ჯამში 983 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მედიკამენტებზე დანახარჯი საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და მათი გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ​

 

მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან, 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90%  კიდევ უფრო ღარიბდება. 2018 წელს ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების გამო ოჯახების  7% გაღარიბდა, 17% კი კატასტროფული დანახარჯების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ევროპის რეგიონში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს ფარმაცევტული პოლიტიკის და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოადგენს, რაც მედიკამენტების არარაციონალურ მოხმარებასა და ფასების უკონტროლო ზრდას უწყობს ხელს.

USAID EWMI Logos.png

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ სოციალური განტოლების ჰაბი, საერთაშორისო ფონდი კურაციო და საზოგადოება კომუნიკო და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კონტაქტი

გამოწერე მიმდინარე კვლევები

გამოწერე განახლება

მადლობა ჩართულობისთვის!

bottom of page