top of page

შეგიძლია დაზოგო მედიკამენტზე

მედიკამენტების შეძენისას, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, ხარისხიანი მედიკამენტის ნაკლები დანახარჯით შეძენაში დაგეხმარებათ: 

 

  1. მოითხოვეთ თქვენთვის საჭირო მედიკამენტის ყველაზე იაფი ალტერნატივა. რეცეპტში, ექიმის მიერ გენერიკული სახელწოდების გამოყენება, არჩევანის საშუალებას იძლევა.  თქვენ შგიძლიათ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული იდენტური შემადგენლობისა და ეფექტის მქონე წამლებს შორის შეიძინოთ ყველაზე იაფი. გამოიყენეთ კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებაც მედიკამენტის ყველაზე ბიუჯეტური ალტერნატივის მოძიებაში. 

  2. გამოიყენეთ საძიებო სისტემა და ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მიზნობრივ/მუნიციპალურ ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მედიკამენტების მიღება უფასოდ ან თანადაფინანასებითაა შესაძლებელი.

  3. გადაამოწმეთ წამალზე დაწესებული რეფერენტული ფასი. გაიგეთ რა თანხაზე მეტი არ შეიძლება ღირდეს ესა თუ ის მედიკამენტი და თავადაც ჩაერთეთ აფთიაქების კონტროლის პროცესში.

  4. სხვადასხვა სააფთიაქო ქსელს, ერთსა და იმავე მედიკამენტზე განსხვავებული ფასი აქვს. შეგიძლიათ ფასების წინასწარი მოიძიებითა და ერთმანეთთან შეადარებით განსაზღვროთ, რომელი მედიკამენტის რომელ აფთიაქში ყიდვა ჯობს. 

  5. სხვადასხვა აფთიაქის ფასდაკლების ბარათების, კალათებისა და სხვა მსგავსი შეთავაზების გამოყენება, მომხმარებლებს დამატებით ფასდაკლებებს სთავაზობს.

  6. მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად აფთიაქებში ფასდაკლების დღეებიც გამოგადგებათ. ყველაზე დიდ, ქსელურ აფთიაქებში (ავერსი, PSP, GPC, ფარმადეპო, ფარმაცევტული სახლი) ფასდაკლების დღეები  სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევია. 

USAID EWMI Logos.png

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ სოციალური განტოლების ჰაბი, საერთაშორისო ფონდი კურაციო და საზოგადოება კომუნიკო და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კონტაქტი

გამოწერე მიმდინარე კვლევები

გამოწერე განახლება

მადლობა ჩართულობისთვის!

bottom of page